საგრანტო კონკურსი
წყარო: EPRC
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.05.2020
- საიტზე დამატებულია
- 29.04.2020
კონკურსის შესახებ:
აღნიშნული კონკურსის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების შერჩევა სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორიდან და შერჩეული კომპანიებისთვის მხარდაჭერის გაწევა შემდეგი მიმართულებებით: ტექნიკური დახმარება, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აღნიშნულ სექტორებში მოღვაწე (მწარმოებელ) მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს შეუძლიათ. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ შემდეგი მხარდაჭერა:
1. 15, 000 ლარამდე ტექნიკური დახმარების პაკეტი კომპანიის მხრიდან 30%-იანი თანადაფინანსების გზით;
პროექტის მიერ 70%-იანი ტექნიკური დახმარების თანადაფინანსება შესაძლებელია კომპანიებმა გამოიყენონ შემდეგი პროდუქტის და/ან წარმოების პროცესებისთვის, რაც მიზნად ისახავს კომპანიის ბიზნესის განვითარების, გაფართოების და/ან ინტერნაციონალიზაციის პოტენციალის ზრდას განსაკუთრებული აქცენტით ევროპის ბაზარზე. თითოეულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მონიშნოს მინიმუმ ერთი ან მაქსიმუმ სამი ქვემოთ მოცემული პუნქტი კომპანიის საჭიროებებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
** ტექნოლოგიის(ების)/ტექნიკის/აღჭურვილობის/მოწყობილობის შესყიდვა/მოდერნიზება / განახლება.
** პროდუქტის, სერვისის, ბიზნეს და/ან მართვის პროცესის ლიცენზირება/ სერტიფიცირება საერთაშორისო და/ან ევროპული სტანდარტით(ებით).
** კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა/განახლება (მათ შორის ელექტრონული ვაჭრობის განვითარება).
** საერთაშორისო ღონისძიებაში (რელევანტური კონფერენცია, გამოფენა, ტრენინგი, რაც ხელმისაწვდომი არ არის საქართველოში) მონაწილეობა.
** რეკლამა და/ან მარკეტინგული აქტივობა ევროპის ან ადგილობრივ ბაზარზე.
** სხვა
ტერმინთა განმარტება:
** სათამაშო - ნივთი, რომელიც დამზადებულია ბავშვთა გართობისთვის, განვითარებისთვის, შემეცნებისთვის.
** საბავშვო ტანსაცმელი - ნებისმიერი ტიპის სამოსი, რომელიც განკუთვნილია 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები (ორივე სექტორისთვის):
** კომპანიას უნდა გააჩნდეს რეგისტრაციის იურიდიული ფორმა (შპს, ა.შ.)
** ადგილობრივ ბაზარზე მინიმუმ ერთ წლიანი ოპერირების გამოცდილება
** მინიმუმ ორი მუდმივი დასაქმებული თანამშრომელი
** სააპლიკაციო ფორმის სრულად შევსება
** სამოტივაციო წერილი (სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში):
** ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მოთხოვნილი ბიუჯეტის ათვისების გეგმა - ა). ბიუჯეტის შევსებული ფორმა; და ბ) როგორ წაადგება აღნიშნული მომსახურების თუ პროდუქტის შეძენა ბიზნესის განვითარებაში, გაფართოებაში და ინტერნაციონალიზაციის პოტენციალის გაზრდაში ევროპის ბაზარზე.
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
** კომპანიის პორტფელი
შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება:
** მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტის წარმოებას პროდუქციის ხარისხის, ფასის და გაყიდვების მოცულობის გათვალისწინებით.
** წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის გამოცდილება.
** საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება (გამოფენები, კონფერენციები, ტრენინგები, სავაჭრო მისიები, ა.შ.).
** კომპანიებს, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, განხორციელებული პროექტების თუ სერვისების და საქმიანობის გზით, დადებით გავლენას ახდენს საქართველოში გარემოს დაცვის და გენდერული თანასწორობის (მაგალითად: ქალების ეკონომიკურ/ბიზნეს საქმიანობაში წახალისების) პოპულარიზაციაზე. აღნიშნულის შესახებ, კონკურსში მონაწილე კომპანიებმა აუცილებელია მიუთითონ და შეავსონ კონკურსის განაცხადის ფორმის შესაბამისი გრაფა.
** კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ თანამედროვე და დასავლური ღირებულებები ორგანიზაციის მართვაში - მდგრადი განვითარება და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა.
შეზღუდვა: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეზღუდულია მსხვილი კორპორაციებისთვის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობისთვის და/ან უცხოური კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში.
შევსებული და მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომპანიების შერჩევის კონკურსი განხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, შვედეთის საელჩოს და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით: http://geclose2eu.info/index.php?m=125
განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 15 მაისი 2020 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს (EPRC) ელ. ფოსტის მეშვეობით - info@eprc.ge ან Facebook გვერდის GeClose2EU მეშვეობით.
"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) პროექტის შესახებ:
"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" სამწლიანი პროექტია და შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი, რომელიც 2018 წლის მიწურულს დაიწყო და 2021 წლის შემოდგომას დასრულდება. აღნიშნულ პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2, 3 მილიონი აშშ დოლარი არის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) ახორციელებს, "აწარმოე საქართველოში" სააგენტოსთან თანამშრომლობის გზით.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა საქართველოში, კერძოდ პრიორიტეტული დარგების მხარდაჭერა განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში. პროექტის ფარგლებში, ქართული კომპანიებისთვის განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მათ ევროსტანდარტებთან ღირებულებით, ხედვით და ტექნოლოგიურ დაახლოებას, ევროპელ პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებას, ტრეინინგების გზით თანამედროვე და გლობალურ ბიზნესის მართვის საკითხებში და სისტემებში ცოდნის ამაღლებას, ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობას.
წყარო: http://jobs.ge