ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000690 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
01.07.2020
საიტზე დამატებულია
05.05.2020

კონკურსის შესახებ:

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს "იდეებიდან წარმატებამდე". პროექტი ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური საქმიანობების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP), ბათუმის ბიზნეს ინკუბატორთან (BBI) თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები და არსებული მიკრო/მცირე ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის სამიზნე არეალია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგი სამი მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური და შუახევი.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით, ან შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს: http://www.bbi.ge ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი. საპროექტო ბიზნეს იდეის საგრანტო განაცხადის გასაკეთებლად განმცხადებელმა უნდა ჩამოტვირთოს და შეავსოს აღნიშნული ფორმა და გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე bbinkubator@gmail.com ან წარმოადგინოს მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა, #73, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი.

განაცხადების მიღება წარმოებს ა/წ 1 ივლისის ჩათვლით.


წყარო: http://jobs.ge