ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000699 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება

წყარო: GCSD

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2020
საიტზე დამატებულია
12.05.2020

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლის აპრილიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’. ამ მიზნით GCSD აცხადებს 100 000 ლარამდე საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ზოგადი მიზანია ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტირირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ სამ წლიანი ოპერირების გამოცდილება, ასევე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტები და საგრანტო განაცხადთან დაკავშირებული კითხვები გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge მეილის სათაურში მიუთითეთ - განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-001.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად GCSD-ი გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას: პარასკევს, 15 მაისს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

საგრანტო განაცხადთან დაკავშირებული კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 მაისი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31 მაისი, 2020 წელი (18:00 საათამდე).


წყარო:https://regmarket.ge