სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი
წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.05.2020
- საიტზე დამატებულია
- 12.05.2020
კონკურსის შესახებ:
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთვრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:
-
COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
-
ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
-
ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
-
COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.
საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება - კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, "EWMI ACCESS"-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში - 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.
როექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა EWMI ACCESS-ს უნდა წარუდგინონ მოკლე პროგრამული ანგარიში. ორგანიზაციებმა დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ "სწრაფი რეაგირების გრანტი". სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში ან ჩამოტვირთეთ "EWMI ACCESS"-ის ვებგვერდიდან (www.ewmi-access.org). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მანანა ტატიშვილს, "EWMI ACCESS"-ის მონიტორინგისა და შეფასების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მისამართზე: mtatishvili@ewmi.org
საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 19 მაისი.
ACCESS-ს აფინანსსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება.
წყარო: https://regmarket.ge