კონკურსი ახალგაზრდებისთვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
წყარო: ადამიანის უფლებათა ასოციაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 21.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 10.07.2020
კონკურსის შესახებ:
ააიპ "ადამიანის უფლებათა ასოციაცია" აცხადებს მოწვევას ახალგაზრდებისთვის ტრენინგ კურსზე დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის "ჩვენ ერთად, ჩვენ შეგვიძლია".
ტრენინგი ტარდება "მე ვირჩევ თანასწორობას" კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, პანკისი.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტრენინგში მონაწილეობისათვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 ივლისი.
წყარო: http://jobs.ge