სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
1107


RDFG სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

უნიკალური ნომერი: 000759

კონკურსის შესახებ:

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“.

პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად, RDFG ხელს შეუწყობს სოფლის მდგრად განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების, სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით და დაბალანსებული, თანამონაწილეობითი და ინკლუზიური განვითარების სტრატეგიის შემუშავებით.

პროექტის მიზანია ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდება ფუნქიონალურ ერთეულად და, ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მეშვეობით, წვლილს შეიტანს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში;

თემის მიერ ინიცირებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ადგილობრივი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნა მეწარმეობაზე ორიენტირებული ფინანსური მექანიზმების, დასაქმების მოდელებისა და ინოვაციური, გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ნელი რევაზიშვილი
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: (+995) 598 658 884

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მუშაობს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათთვის ცხოვრების მძიმე პირობების შემსუბუქების მიზნით. ორგანიზაციის მისიაა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანთა ღირსებას ყოველგვარი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე, რასაც მდგრადი თემისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის არსებობით აღწევს. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციო-ეკონომიკური განვითარება, მშვიდობის მშენებლობა და საგანგებო სიტუაციების მართვა. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს შემდეგი პრინციპების დაცვით: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა/ადვოკატირება და ინოვაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.rdfg.ge


წყარო: http://regmarket.ge

დამატებულია: 08-08-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 29 დღე;




12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის

28-01-2019

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად

21-01-2019

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის

28-01-2019

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად

21-01-2019

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ