ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000808 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ცნობიერების ამაღალების მიზნით

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
11.12.2020
საიტზე დამატებულია
12.11.2020

კონკურსის შესახებ:

არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტის ქვემიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

USAID/PROLoG აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, ქალებისა და უმცირესობების უფლებების შესახებ და ამავდროულად აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლების მხარდაჭერა. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზებული აქტივობები, ხელს შეუწყობს საზოგადოების ფართო ჯგუფებისა და შესაბამისი მხარეების ჩართულობას და ინფორმირებულობას.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00 სთ, 11 დეკემბერი, 2020 წ.


წყარო: http://jobs.ge