ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000817 დასრულებული

კონკურსი ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად

წყარო: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი

განაცხადის ბოლო ვადა
10.12.2020
საიტზე დამატებულია
04.12.2020

კონკურსის შესახებ:

უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციებს/ფიზიკურ პირებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის პროექტის ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად.

ფინანსური აუტიდი ხორციელდება პროექტის ფარგლებში: "სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში", რომელიც ხორციელდება "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" და "ონკოპრევენციის ცენტრის" თანამშრომლობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაცია აუდიტის შესახებ და მოთხოვნები განმცხადებლის მიმართ იხილეთ თანდართულ ფაილში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი/შემოთავაზება ელ. მისამართზე: ccrg.vacancy@gmail.com ა.წ. 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის დანიშნულებაში მიუთითოთ: "ZSC Financial Audit".

გასაუბრება გაიმართება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტებს 15 ქვეყანაში (ევროპა, აზია, აფრიკა). ასევე, აწვდის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს ჩეხეთის რესპუბლიკაში 100 000 - მდე ბენეფიციარს.

ორგანიზაცია არის კარიტას ინტერნაციონალის საერთაშორისო ქსელის წევრი და თანამშრომლობს უამრავს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორთან.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში. საქართველოში კი მუშაობს 2008 წლიდან. ხოლო 2015 წელს დააფუძნა ადგილობრივი ოფისი - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), რომელიც შედგება თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (ხულოს) ოფისისაგან. CCRG მიზანია სოციალური და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ასევე, სოფლის განვითარება.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ და https://georgia.charita.cz/


წყარო: http:/jobs.ge