კონკურსი გადამამუშავებელი დანადგარების შეძენაზე
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.06.2021
- საიტზე დამატებულია
- 18.05.2021
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს გადამამუშავებელი დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ხურმის სათლელ დანადგარზე, ხილის სარეცხ მანქანაზე, ვაშლის საჭრელ დანადგარზე, ვაკუუმ შესაფუთ დანადგარზე, ხილის საშრობ დანადგარზე (2 ერთეული) და წებოვანი ლენტით შესაფუთ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2021 წლის 11 ივნისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2021 წლის 12 ივლისი.
მიწოდების ადგილი: ლაგოდეხი, კახეთის რეგიონი.
შესყიდვა განხორციელდება ექვს ლოტად:
ლოტი #1: ხურმის სათლელი დანადგარი
ლოტი #2: ხილის სარეცხი მანქანა
ლოტი #3: ვაშლის საჭრელი დანადგარი
ლოტი #4: ვაკუუმ შემფუთავი დანადგარი
ლოტი #5: ხილის საშრობი დანადგარი (2 ერთეული)
ლოტი #6: წებოვანი ლენტით შემფუთავი დანადგარი
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 1 ივნისი, 2021 წ.
წყარო: http://jobs.ge