საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის
ნავიგატორი
110


აფხაზინტერკონტი საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის

უნიკალური ნომერი: 000965

კონკურსის შესახებ:

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობისათვის.

დაინტერესებული აპლიკანტებისათვის 2021 წლის 4 აგვისტოს 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ/შეხვედრა გაიმართება WebEx-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

შეხვედრის ბმული:
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/83226804937?pwd=VGY5ZTFYSXN4TW5uaDhCc2Z4SVprZz09
Meeting ID: 832 2680 4937
Passcode: 577439

საგრანტო განაცხადი შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით [email protected] ან, პირადად მოიტანოთ დაკონვერტებული ფონდ "აფხაზინტერკონტის" (AIC) ოფისში, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24

შემოტანის ბოლო ვადა 16 აგვისტო 2021 წ. 17:00 საათი
განხილვის პერიოდი: ერთი თვე

იხილეთ, თანდართული ფაილი.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ).

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე:

593 15 13 35 თამარ ელბაქიძე
599 176 172 ბესარიონ მურუსიძე


წყარო: http://regmarket.ge

დამატებულია: 20-07-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16-08-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;






20-07-2021

საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

20-07-2021

საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისათვის

24-01-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ