კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)
წყარო: გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KfW);
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 22.01.2019
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაარსება, ყაზბეგის, კინტრიშისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება-განვითარება. ასევე, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებისა და დაცული ტერიტორიების მართვის და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტის შედეგები :
-
შერჩეული დაცული ტერიტორიებისთვის ყველა აუცილებელი გეგმარებითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც საჭიროა დაცული ტერიტორიების განვითარების და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები თემების ხელშეწყობისთვის;
-
შერჩეული დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის მიხედვით ოფიციალურად დაარსება და მათი ფუნქციონალური მართვა;
-
შერჩეული დაცული ტერიტორიის მიმდებარე ადგილებში მცხოვრები თემებისთვის სარგებლიანობის გაზრდა დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის განხორციელებული ინვესტიციებით;
-
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება მიმდინარე რეფორმების კონკრეტულ საკითხებში;
-
დაცული ტერიტორიების მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა.
მიზნობრივი ტერიტორია : რეგიონები: ფშავ-ხევსურეთი, ყაზბეგი, ქვემო ქართლი და აჭარა
სფერო : დაცული ტერიტორიები
დონორები : გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო (BMZ) - http://www.bmz.de
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KfW) - www.kfw-entwicklungsbank.de/caucasus
განმახორციელებლები : ორგანიზაცია: GFA Consulting Group;
ტელეფონი: +494060306100;
ელ-ფოსტა: recruiting@gfa-group.de ;
მისამართი: Eulenkrugstr. 82, 22359 Hamburg, Germany;
ვებ-გვერდი: http://www.gfa-group.de
საკონტაქტო პირი: რამაზ გოხელაშვილი; GFA გუნდის ლიდერი, კონსულტანტი
მობ: +995599151326;
ელ-ფოსტა: ramaz.gokhelashvili@gmail.com
ბიუჯეტი :
სრული ბიუჯეტი: 8250000 EUR
სრული გრანტი: 8250000 EUR
მაილსტონები :
მაილსტონი: შერჩეული დაცული ტერიტორიების შეფასება და მართვა
სტატუსი: მიმდინარე
მაილსტონი: დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური მართვისათვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში ინვესტირება
სტატუსი: მიმდინარე
მაილსტონი: პროექტის ეფექტური მართვა და განხორციელება
სტატუსი: მიმდინარე
მაილსტონი: მიმდებარე მოსახლეობის კეთილდღეობისათვის სოციო-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა
სტატუსი: დაგეგმილი
მაილსტონი: დაცული ტერიტორიების ეროვნული სისტემის გაძლიერება
სტატუსი: დაგეგმილი
მაილსტონი: დაფინანსების და მდგრადობის უზრუნველყოფა
სტატუსი: დაგეგმილი