სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტი
წყარო: CENN
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.10.2021
- საიტზე დამატებულია
- 23.09.2021
კონკურსის შესახებ:
საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან“ ერთად, სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს - საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
თუ გსურთ:
• მონაწილეობა მიიღოთ ტყის ახალი კოდექსის და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში
• ითანამშრომლოთ ტყის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან და მათთან ერთად მოამზადოთ კონცეფციები ბიზნეს-გეგმებისთვის
• შეარჩიოთ იდეა და დააგროვოთ საინტერესო ცოდნა, გამოცდილება და საინფორმაციო რესურსები საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომისთვის
• თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის სიღარიბის დაძლევაში
• მოიპოვოთ ტიტული და პრიზები
მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა!
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
• ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით გაეცნონ ტყის არამერექნული რესურსების პოტენციალს საქართველოში
• მოიძიონ ბენეფიციარები და მათთან ერთად შეიმუშაონ ბიზნეს გეგმის კონცეფციები მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის, რომელიც მორგებული იქნება მიმდინარე სტარტ-აპ პროგრამებზე და გრანტებზე
• დაესწრონ ტრენინგს მწვანე ეკონომიკის შესახებ კაჭრეთის ამბასადორში.
• შეისწავლონ ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი შეგროვების, წარმოებისა და მარკეტინგის საკითხები
• მაღალი დონის შეხვედრაზე წარადგინონ საკუთარი კონცეფციები და მოიპოვონ საუკეთესოს სტატუსი
• ითანამშრომლონ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
• მიიღონ გამოცდილება პროფესიული განვითარებისთვის
• უნივერსიტეტებთან განიხილონ შესაძლებლობები კონკურსის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს დასაკავშირებლად საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების მომზადებისა და სტაჟირების პროცესთან.
შეავსეთ აპლიკაცია და გამოგვიგზავნეთ 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.
საუკეთესო 10 აპლიკაციის ავტორი მონაწილეობას მიიღებს მწვანე ეკონომიკის სკოლის ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლში, რომელიც გაიმართება კაჭრეთის ამბასადორში.
გადამზადებული სტუდენტები, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავებენ და 2021 წლის 1 დეკემბრამდე საკონკურსოდ წარადგენენ ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კოცეფციებს ბიზნეს-გეგმებისათვის.
3 საუკეთესო კონცეფციის ავტორი დაჯილდოვდება მწვანე ეკონომიკის სკოლის პრემიებით და პრიზებით. გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის 21 დეკემებრს.
წყარო: CENN