გალში თხილის მოსავლის აღება სრულდება. გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს აგრონომის ლერი შონიას განცხადებით, მოსახლეობა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია.
"მოსავლის 70-80% ავიღეთ. ყველგან, სადაც პლანტაციები შეწამლეს, კარგი მოსავალი მივიღეთ. მიმდინარე წელს გალის რაიონში 5 - 6 ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან", - თქვა შონიამ.
დამატებულია: 30-08-2019 წყარო: radioatinati.ge