სიახლეები
ნავიგატორი

“საქართველოს რკინიგზა” კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით.

დამატებულია: 04-08-2019
წყარო: Business Media Georgia




4 აგვისტოს მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე ჩატარდება გამაგრილებელი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნაყინების, გამაგრილებელი სასმელების, შეიკების და გრილ-გრილი პროდუქციის მწარმოებლები.
ღონისძეიებას გააფორმებs ბენდი და DJ.

დამატებულია: 31-07-2019
წყარო: მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park




სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამაში „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“ ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო;

პროგრამა ბანკების: „თიბისი“, „საქართველოს ბანკი“, „ქართუ“, „პროკრედიტი“, „ვითიბი“, „იშ ბანკი“, „ლიბერთი“, „პაშა ბანკი“, „ტერა ბანკი“, „ფინკა ბანკი“, „ხალიკ ბანკი“და „კრედო ბანკი“ პარტნიორობით განხორციელდებ

დამატებულია: 26-07-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




 სოციალური მედიის მართვის დემო ლექციაზე შეძლებ გაიცნო ჩვენი ტრენერები და მიიღო სასარგებლო ინფორმაცია რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ.

ძირითადი საკითხები:

ვინ არის შენი მომხმარებელი? - ე.წ. "Buyer Persona"
აუდიტორიასთან და მომხმარებლის "პერსონაჟთან" კომუნიკაცია
"Buyer Persona" - ს შექმნა

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: Headvice / ჰედვაისი




რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიან თარიღთან დაკავშირებით, რეგიონული კონფერენცია - "გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მონიტორინგისთვის" მიმდინარეობს.

კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის გ

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: UN Women Georgia




გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი: – გენდერული სტატისტიკის საკითხებზე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქსტატის 100 წლის იუბილეს და ამ ოფისის მიერ გენდერული სტატისტიკის წარმოების 20 წლისთავს ერთდროულად აღვნიშნავთ, რაც ჩვენი შეფასებით, არსებითია სამხილზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგემვა-განხორციელებისთვის გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: UN Women Georgia




www.Tradewithgeorgia.com – ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს კატალოგს და საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს თუ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსონ. პლატფორმა შეიქმნა პროექტ „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ ფარგლებში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) მიერ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: entrepreneur.com




წელს ქალთა ფონდის, რიგით მესამე, ფემინისტური ფესტივალი სოლიდარობას მიეძღვნა.

რატომ სოლიდარობას? სოლიდარობა, სიტყვა, რომელიც ყველამ ვიცით და ხშირად ვიყენებთ, უფრო ღრმა აზრისაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სოლიდარობა არ არის მხოლოდ სხვისი განსხვავებულობის აღიარება (ეს ამ სიტყვის მხოლოდ ვიწრო გაგებაა), სოლიდარობა უფრო მეტია, ვიდრე მიმღებლობა, სინამდვილეში ეს აქტიური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეგან ჩაგვრის მთელი იერარქიის გააზრებას და შესაბამისად, კონკრეტული, შეთანხმებული ნაბიჯების გადაგმას

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში




ევროკავშირისა, და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, დასრულდა ENPARD III მესტიის პროექტის სათემო მობილიზაციის ფართომასშტაბიანი მონაწილეობითი პროცესი, რომელიც მოიცავდა სათემო შეხვედრებსა და ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად. პროცესი გახლავთ LEADER- ის მიდგომის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ქეა ავსტრიისა და მისი პარტნიორი PMC - RC კვლევითი ცენტრის მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტში. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ი

დამატებულია: 25-07-2019
წყარო: CARE International in the Caucasus




ამ წუთებში, ზუგდიდში მიმდინარე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, პროფესიონალებისგან მიიღონ პრაქტიკული რჩევები და კონსულტაციები, დაამყარონ თანამრომლობები, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო მათი ბიზნესების, არამედ მთლიანად რეგიონის ტურიზმის განვითარებას.

დამატებულია: 22-07-2019
წყარო: UN Women Georgia




  ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

  სოციალური ინტეგრაცია, საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარების განვითარება იყო ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის წამყვანი თემები, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით რაჭაში გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში&rdqu

დამატებულია: 22-07-2019
წყარო: ENPARD - საქართველო




„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ აშენდა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 960,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო.

დამატებულია: 22-07-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობის და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძ

დამატებულია: 19-07-2019
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო




18 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019-ის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,

დამატებულია: 19-07-2019
წყარო: sif.ge




2019 წლის 1 მაისიდან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებენ 26-თვიან პროექტს. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.

დამატებულია: 18-07-2019
წყარო: CARE International in the Caucasus




მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით — 20-21 ივლისს, ზუგდიდში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ.

ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: UN Women Georgia




ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყავის ადგილობრივმა მწარმოებელმა ახალი პროდუქტები შემატა ბაზარს და საექსპორტო ბაზრების სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს.

ბევრის დილა ყავით იწყება. ბევრიც ყავას დღის განმავლობაში რამდენჯერმე სვამს. ბევრიც ეთანხმება ერლ ვილსონის ფრაზას, რომ მეცნიერებას ჯერ არ გამოუგონებია იმაზე ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალება ვიდრე ყავის შესვენება.

სწორედ ყავის სიყვარულმა უბიძგა ახალგაზრდა ქართველ

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის




17 ივლისს, 19:30-ზე, გაიმართება შეხვედრა Wehost-ის დამფუძნებელ ნიკა ანჯაფარიძესთან, თემით "რა უნდა ვიცოდეთ Airbnb და Booking.com-ის შესახებ".

შეხვედრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: www.statusevents.ge

კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე, დაგროვილ გამოცდილებაზე დაყდნობით ისაუბრებს ბინის დღიური გაქირავების უპირატესობებსა და რისკებზე; რა ტენდენციაა მსოფლიოში Airbnb და booking.com-თან დაკავშირებით, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ საქართველოში დ

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: TBC Status - თიბისი სტატუსი




ორშაბათს, 22 ივლისს 14:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარე საერთაშორისო ICT ტენდერის ფარგლებში.

ტენდერის მიზანია გამოვლინდეს კომპანია, რომელიც შემოდგომიდან, ორი წლის განმავლობაში, 3000 ადგილობრივ ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) პროფესიონალს გადაამზადებს და მისცემს შესაძლებლობას მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia




NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს. კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ძირითადი შედეგი მიღწეულია - ფერმერები აქტიურად ასრულებენ თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოებს და ამ ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს ბოლო ორი მთავარი შეწამვლაც.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო




2019 წლის 16 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფი. სამიზნე ჯგუფი იყო ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.
ფოკუს- ჯგუფის ჩადარების მიზანი იყო, მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება, შემდგომი მუშაობის ეფექტიანად დაგეგმარებისთვის.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი




გაცნობებთ, რომ შეიცვალა კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ვადა GMUS-ის ბაზაში. იხილეთ ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში. შესაბამისად, ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია იტვირთება GMUS -ში 2019 წლის 19 აგვისტოს   16:00 სთ-მდე.

დამატებულია: 12-07-2019
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ