საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის
ნავიგატორი
2058


საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის

www.Tradewithgeorgia.com – ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს კატალოგს და საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს თუ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსონ.

პლატფორმა შეიქმნა პროექტ „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ ფარგლებში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) მიერ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Entrepreneur-ის გუნდი დაინტერესდა პროექტის დეტალებით, რის შესახებაც მის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერს, ირინა გურულს ესაუბრა.

„ამ ეტაპზე უკვე დასასრულს უახლოვდება აპლიკანტების შერჩევა, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას 60-ზე მეტი კომპანიისთვის, რომლებიც დიზაინის, არქიტექტურის, კონსალტინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით მუშაობენ. მეორე ეტაპზე პროექტი უკვე სხვა ორ მიმართულებას მოიაზრებს. ამ ეტაპზე სწორედ ამ ორი სექტორის გამოვლენაზე მიმდინარეობს მუშაობა“, − აცხადებს ირინა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციაში. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც იგეგმება ონლაინ პლატფორმის პოპულარიზაცია, არის ევროკავშირი.

პროექტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობის ჩატარება, როგორიცაა ტრენინგები, ტექნიკური მხარდაჭერა, სასწავლო ვიზიტები და გამოფენები.

საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიებისთვის. ამისათვის საჭიროა პლატფორმაზე რეგისტრაცია აპლიკაციის შევსების საშუალებით. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია. მოცემულია ვიდეოინსტრუქციებიც, რათა მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს, გაუმარტივდეთ პლატფორმაზე ორიენტირება.

25-07-2019

წყარო: entrepreneur.com

10-10-2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

25-06-2019

ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

25-06-2019

ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

10-10-2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ