ნაპოვნია 1 029
-
ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება
„თიბისი ბანკის“ მიერ მამუკა ხაზარაძისგან ცნობილი 17 მილიონის ოფშორებიდან დაბრუნების მოთხოვნის საკითხზე სასამართლოში შეტანილ სარჩელს ექსპერტი საბანკო–საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ვრცელ პოსტს უძღვნის. „დღეს მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გასული "რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება
-
სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათ წელიწადში, ყოველწლიურად, საშუალოდ 4.8 პროცენტით იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წლიურ ანგარიშშია საუბარი. სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.6 პროცენტი გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით – 15.9 პროცენტით.
-
ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი ამ კვირაში გახდება ცნობილი
მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი.
-
5 ტყუილი სფეისის შესახებ
პირველმა სრულად ციფრულმა ბანკმა სფეისმა საბანკო მომსახურებაში უკვე არაერთი მითი დაამსხვრია — ყოველდღიური ბანკინგი არც ისეთი მოსაწყენი, რთული და დროში გაწელილი ყოფილა, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ზოგი პროცესი იმდენად გამარტივდა, რომ მომხმარებლების ნაწილს გაუჭირდა მათი დაჯერება და სფეისზე შეიქმნა "მოსიარულე მითები", რომლებსაც ხან კომენტარებში და ხანაც ნაცნობების წრეში გავიგონებთ ხოლმე. ჩვენ ეს მითები გადავამოწმეთ და წარმოგიდგენთ 5 ტყუილს სფეისის შესახებ, რომელსაც ამ სტატიაში
-
2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი 128 დღე გაგრძელდა. კომპანიამ სეზონთან დაკავშირებით შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა.
-
თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება
თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეები, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. „ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან,
-
დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო
1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან
სოხუმში წლის ბოლოს ფულის მუზეუმი გაიხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას ინფორმაციით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულების არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს. “ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ფულის ბრუნვის დიდი ისტორია. მუზეუმი უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხის მიმართ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე აფხაზეთის სტუმრების ინტერესის გაღვივებას“, - ამბობს ბარათელია.
-
კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა
დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.
-
მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა 578 %-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018-2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სეზონი 128 დღე გაგრძელდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას.
-
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა
იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.
-
მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა
2019 წლის 30 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72.80 (+ 0,76) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63.91 (+ 0,41) დოლარი/ბარელზე.
-
iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა
iPhone-ის გაყიდვები პირველი კვარტლის განმავლობაში განსაკუთრებით დაეცა და ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს. ამის შესახებ BBC წერს. Apple-ის განცხადებით, iPhone-ის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 17%-ით, 31 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ მონაცემების მიხედვით გაყიდვები უფრო გააქტიურდა მარტის ბოლოს, მათ შორის ჩინეთის ბაზარზეც, სადაც კომპანიამ მობილურზე ფასები მოთხოვნის გაზრდის მიზნით შეამ
-
დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის
1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება.
-
ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა
ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა. სტოკჰოლმში დაფუძნებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თავდაცვის ხარჯების გაფართოება ძირითადად რუსეთისგან მომავალ საფრთხეს უკავშირდება. დოკუმენტის მიხედვით, შარშან უკრაინაში სამხედრო დაფინანსება 21 პროცენტით გაიზარდა. მსგავსი მატება დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც.
-
ახალი რეგულაციები დამსაქმებლებისთვის
დღემდე კონტროლს მიღმა არსებული მომსახურების სფერო, სექტემბრიდან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. საშიშპირობებიანი ობიექტების შემდეგ შრომითი უსაფრთხოების ნორმები ნებისმიერი პროფილის დაწესებულებაში შემოწმდება. შრომის ინსპექციას უფლება ექნება, რომ რესტორნებში, სავაჭრო ობიექტებზე
-
ირაკლი ლექვინაძე - მნიშვნელოვანია, რომ მუშა პროცესში ისმოდეს ბიზნესის ხმა
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის ამოცანებში ერთ-ერთი წამყვანი ხაზი ანალიტიკური მიმართულების გაძლიერებაა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებასა და უკვე მოქმედი რეგულაციების მონიტორინგის ღია სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა.
-
დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთიდან ახალი ავიამიმართულებები დამამი-თბილისი, რიადი-ბათუმი დაანონსა. მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანასშორის შედგა.
-
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
1-5 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან.
-
11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა
11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი). 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალის მუსიკა: „ნალი ბენდი“, რეზო
-
RE-Conception Bootcamp
RE-conception Bootcamp არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები. ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.
-
Future Agro Challenge Georgia
Future Agro Challenge არის უმსხვილესი გლობალური ინიციატივა, რომელიც ეძებს ახალ ინოვატორებს და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს Tbilisi Startup Bureau-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ბილაინი - Beeline-ს მხარდაჭერით საქართველო უერთდება Future Agro Challenge-ს! ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი)
-
რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ატარებს ინტელექტუალურ თამაშს სტუდენტებისთვის, რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით და მასში საქართველოს მასშტაბით 18 უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
-
დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
ერთ წელზე მეტი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, 17 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული ქვევრის ღვინის პირველი მუზეუმი და მარანი გაიხსნა პლამტონის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე. პროექტის ინიციატორი ბრიტანული კომპანიის „Aritisan Cru“ დამფუძნებელი, ქართველი თანამემამულე ჰენრი მჭედლიშვილი გახლავთ, რომელმაც თავისი ჩანაფიქრი პლამტონის კოლეჯის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ასევე ქართული ღვინის კომპანიის „შუმის