ყველა სიახლე 1 370
-
უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცი დაეკისრებათ.
-
საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა
თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ რუსო ეწვევა, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. რუსო ასევე აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში.
-
ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა
დაბა თიანეთში ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
-
საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით - ის ვინც მარტის თვეში საქართველოს ბანკში გახსნის ანგარიშს, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს. ასევე, 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.
-
Tech4Equality Talk on International Women’s Day
სამაშაბათს, 5 მარტს, 09:30 საათზე, სასტუმროში „რუმს“ (კოსტავას 14, თბილისი), გაიმართება თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელების, ქალი მეცნიერებისა და თანასწორობის ქომაგების შეხვედრა სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან. ინსპირაციული მსჯელობა შეეხება გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებს, რომლებიც ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ქალთა აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
-
ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე.
-
საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
-
ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი
28 თებერვალს, ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, კერძოდ, კახეთის რეგიონის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზიტ კახეთი“-ს (DMO) ხელმძღვანელმა - მალხაზ ჭრელაშვილმა, სააგენტოს -“კვლევა და ინოვაცია სამშენებლო განვითარების გადაწყვეტილების შესახებ”.
-
ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საზოგადოება "ბილიკის" წარმომადგენლებმა, გორში, მოზარდებისთვის ფინანსური წიგნიერების ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგები პროექტის "ახალგაზრდების დასაქმებისა და ბიზნეს უნარების განვითარება" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც "მშვიდობის კორპუსის პარტნიორობის პროგრამის" (PCPP) მხარდაჭერით ხორციელდება.
-
აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის
აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიწოდება შესაძლოა, 11%-ით გაიზარდოს - ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ში განუცხადეს. როგორც Day.az წერს, 2019 წლის ორ თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა საქართველოში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. წლის ბოლომდე მიწოდება 1,260 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.
-
ბიზნესიდან მთავრობაში - მინისტრები, რომლებიც ბიზნეს სექტორიდან მოდიან
საქართველოში მოქმედი 11 სამინისტროდან 6-ის ხელმძღვანელის საქმიანობა მინისტრობამდე ბიზნეს სექტორს უკავშირდებოდა. მოქმედი მინისტრებიდან ზოგი თავად ფლობდა ბიზნეს-წილებს, ზოგს კი უბრალოდ კომპანიებში მაღალი თანამდებობა ეკავა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, მინისტრობამდე მათი საქმიანობის შესახებ:
-
რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე?
მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც. „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა.
-
სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა
1-ლი მარტიდან საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.
-
გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს
ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასის მნიშვნელოვან ზრდას, ხელს აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების ბუმი და გლობალური ეკონომიკის გამოფიტვა უშლის. ეს ფაქტორი OPEC-ის მცდელობას, ბაზარზე მიწოდების შეზღუდვით ფასის ზრდას შეუწყოს ხელი, ნაწილობრივ ანეიტრალებს.
-
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
მასთან ერთად, სოფელში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
-
ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
შიდა ციფრული ბაზრის შევსება ევროკავშირის ფარგლებში ძირითადი პრიორიტეტია. მისი დაკავშირება მეზობელ ქვეყნებთან სასარგებლო იქნება ყველა მოქალაქისთვის მთელ რეგიონში. ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს როუმინგის ტარიფების შემცირებაში
-
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ თეორიული ცოდნა 2017 წლიდან ამოქმედებული მოგების გადასახადის ახალი მოდელის, დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრისა და ყოველთვიური დეკლარაციის სრულყოფილად შედგენის შესახებ.
-
რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
-
ნათია თურნავა: „ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1"-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.
-
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ
ფერმერის ერთადერთი ვალდებულებაა, რომ 5 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ არ უნდა დატოვოს სახელმწიფოს საზღვრები. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიგირავებთ ტექნიკას, - ამის შესახებ „ინტერპრესნნიუსს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ განუცხადა.
-
მიწის მდგრადი მართვის სააგენტო - ახალი სსიპ, რომელიც 800 ათასით ლარით დაფინანსდება
კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა. კანონპროექტი არეგულირებს, ვინ შეიძლება ქვეყანაში იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი, რა პირობებით და ვალდებულებებით. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, უცხოელებს ჯერ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, შემდეგ კი - მიწის გაყიდვაც.
-
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა
ასოციაციის წევრ 50-მდე ფერმერს და დაინტერესებულ პირებს USAID პროგრამის აგრო ბიზნეს კონსულტანტმა ბრიუს ბეიმ და იტალიის აგროინდუსტიული ჯგუფის „ვიტროპლანტის“ (VITROPLANT) აგრონომმა ჯერარდო გრილიმ (Gerardo Grilli) მსოფლიოში, ნუშისა და კაკლის აგროწარმოებაში არსებული გამოცდილებები გაუზიარეს.
-
ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი
კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით არის ორგანიზებული.
-
მერიამ 2018 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო - რა ტიპის შენობები დაიწუნა თბილისის მთავრობამ
2018 წელს დედაქალაქში აშენებული საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ნახევარზე მეტი თბილისის მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღო. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან მერიაში ასეთი ადგილების ექსპლუატაციაში მიღებაზე 155 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა ნახევარზე მეტი, 88 ობიექტი დაიწუნა. ექსპლუატაციაში კი მხოლოდ 67 ობიექტი მიიღო.