Las Vegas couture show
► საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ საიუველირო ინდუსტრიის ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაში Las Vegas couture show მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 2020 წლის 1-5 ივნისს, აშშ-ში, ქ. ლას-ვეგასში გაიმართება.
► საერთაშორისო ღონისძიება 300-მდე მონაწილე კომპანიას და 5000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
► გამოფენაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე არაუგვიანეს 27 ნოემბრისა: http://bit.do/fhTMJ
► დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525