|
529 |
---|
შესაძლებლობების ფონდი
შესაძლებლობის ცენტრი სთავაზობს მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებს, ვისაც ამის ფინანსური საჭიროება აქვს, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში საჭირო ტესტებისა და სააპლიკაციო მოსაკრებელის გადახდას. მაღალი პოტენციალი ნიშნავს, რომ უკვე კარგად იცით ინგლისური და აპლიკაციის მომზადების პროცესში ხართ, სავარაუდოდ უკვე გაქვთ არჩეული უნივერსიტეტები და გამოირჩევით მაღალი აქტიურობით. ასევე, მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდებია, ვისაც აინტერესებს საკუთარი კარიერის არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ გამოყენება. შესაძლებლობის ფონდი იწყებს აპლიკაციების მიღებას და წლის განმავლობაში, ყოველი ორი კვირის მანძილზე განიხილავს აპლიკაციებს. აპლიკაციები მიიღება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისგან, ასევე საქართველოს უნივერსიტეტების პირველი კურსის სტუდენტებისგან, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს. ჩვენ ნაწილობრივ ან სრულად ვაფინანსებთ ტესტების (SAT, TOEFL, IELTS, ACT), ტესტებისთვის მოსამზადებელი მასალების, სააპლიკაციო მოსაკრებელის ხარჯებს. თუ თქვენი ხარჯი არ შედის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული საუნივერსიტეტო აპლიკაციასთან, მაინც შეავსეთ განაცხადი. ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ყველა აპლიკანტს, ამიტომ ხშირად გვიჭირს რთული არჩევნის გაკეთება შეზღუდული დაფინანსების პირობებში. ჩვენ განსაკუთრებით გვსურს მათი დაინტერესება, ვისთვისაც ეფექტური ალტრუიზმის იდეები ახლოა, თუმცა ეს არ არის დაფინანსების მიღების ან არმიღების მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ ვთანამშრომლობთ EducationUSA Georgia-სთან, რომელმაც საკუთარ ექსპერტიზაზე დაყრდნობით აპლიკაციის შემუშავებაში დაგვეხმარა. დაფინანსების მიღების ორი გზა არსებობს. პირველი არის უშუალოდ შესაძლებლობის ცენტრიდან განაცხადის გაგზავნა (ბმული იხილეთ ქვემოთ). მეორე კი ღიაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც გაიარა EducationUSA-ს კონსულტაციები ან EducationUSA-ს Competitive College Club-ის წევრია (შეგიძლიათ, ორგანიზაციას დაუკავშირდეთ აქ). იმას, თუ როგორ გამოაგზავნის განაცხადს აპლიკანტი, გავლენა არ აქვს დაფინანსების მიღებაზე ან არმიღებაზე. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნის წინ ყურადღებით გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ყველა პირობას. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
წყარო: შესაძლებლობების ცენტრი |
16-09-2022
წყარო: შესაძლებლობების ცენტრი
11-04-2019 ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს |
---|
24-05-2023 უმასპინძლე მდგრადი ენერგეტიკის დღეს საქართველოში — ძირითადი აქცენტი უნარებზეა |
13-05-2019 ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო |
11-04-2019 გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საელჩოებთან, რადგან ეს კოორდინაცია უფრო ეფექტიანი მექანიზმია |