დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის
ნავიგატორი
899


დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის

10 ოქტომბერს ევროკომისიამ პროგრამა Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) დაიწყო. ესაა ახალი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ინდივიდუალური მობილობის პირველი კონკურსიც გამოცხადდა. 

ინდივიდუალური მობილობის პირველ კონკურსში ჩართვა შეუძლიათ ისეთ სფეროებში მომუშავე ხელოვანებსა და კულტურის სფეროს სპეციალისტებს, როგორებიცაა არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, მოდა, ლიტერატურული თარგმანი, მუსიკა და ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნება.

ინდივიდუალური მობილობის კონკურსები ყოველწლიურად, შემოდგომიდან გაზაფხულამდე გამოცხადდება, კანდიდატებს კი ჟიური ყოველთვიურად შეაფასებს.

მობილობის გრანტი მოიცავს ორივე მიმართულებით მგზავრობის საფასურს (350-იდან 700 ევრომდე თანხა, რომლის ზუსტი მოცულობაც სამგზავრო მანძილით განისაზღვრება) და დღიურ 75 ევროს საცხოვრებელი და საარსებო ხარჯებისთვის.

გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე დანამატი — მათ შორის ვიზის შესაძენი თანხა ან საოჯახო ხარჯი ხელოვანებისთვის, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ. ის უკრაინელი ხელოვანები კი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ, ვირტუალური მობილობის კონკურსში ჩაერთვებიან. ამ შემთხვევაში გამარჯვებული კანდიდატები დღიურად 35 ევროს მიიღებენ.

„შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში ორგანიზებული პროგრამა, Culture Moves Europe, სამწლიან პერიოდში (2022-2025 წლებში) 21 მილიონი ევროთი დაფინანსდება. ამ გზით ის გახდება ევროპის უდიდესი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს სპეციალისტებისთვის. მისი ბენეფიციარები „შემოქმედებით ევროპის“ ქვეყნები (მათ შორის საქართველო, სომხეთი და უკრაინა) იქნებიან.

პროგრამას, ევროკომისიის სახელით, გოეთეს ინსტიტუტი განახორციელებს. ის ორ საქმიანობას — ინდივიდუალურ მობილობას და რეზიდენტურას მოიცავს. მობილობის გრანტები კულტურის და ხელოვნების სფეროს 7000-მდე წარმომადგენელს მისცემს საზღვარგარეთ — ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ გამგზავრების საშუალებას. 2023 წლიდან კი ისინი ასევე სარეზიდენტო პროგრამებში ჩართვას შეძლებენ ან ხელოვნების და კულტურის მუშაკებს უმასპინძლებენ. 

 


 

წყარო: EUNEIGHBOURS east

14-10-2022

წყარო: Culture Moves Europe

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

10-05-2023

საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ ჩატარდება

18-03-2019

2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა

25-06-2019

დეპოზიტების მოცულობამ 24 მლრდ-ს გადააჭარბა

25-06-2019

დეპოზიტების მოცულობამ 24 მლრდ-ს გადააჭარბა

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

10-05-2023

საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ ჩატარდება

18-03-2019

2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ