|
| 961 |
|---|
ევროკავშირის როლი ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაში: მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში
| 18 იანვარს ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმის შესახებ ჰიბრიდული ფორმატის კონფერენცია გაიმართება. ესაა ახალი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედების ფარგლებში ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ევროკომისიამ ახალგაზრდული სამოქმედო გეგმა ევროკავშირის საგარეო ქმედების (2022-2027) ფარგლებში გასულ ოქტომბერს მიიღო. ის ემსახურება ახალგაზრდების სტრატეგიულ პარტნიორებად ქცევას, რათა მათ მდგრადი განვითარების, თანასწორობისა და მშვიდობის დამყარების პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღება შეძლონ. კონფერენციაზე წარადგენენ სტრატეგიის მიზანს, პრინციპებსა და ახალგაზრდების ჩართვის გზებს. გარდა ამისა, ისაუბრებენ ისეთ კონკრეტულ ინიციატივებზეც, როგორიცაა „ახალგაზრდული სატესტო საბჭო“ ევროკავშირის საერთაშორისო პარტნიორობებისთვის და „ახალგაზრდული საკონსულტაციო სტრუქტურები“ ევროკავშირის წარმომადგენლობებში. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 18 იანვარი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 18, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკომისია
|
07-05-2019 კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო |
|---|
|
17-02-2019 კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის თემაზე "ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“ |
|
07-03-2019 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება (7 მარტი) |
|
31-03-2019 მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება |