საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
ნავიგატორი
1743


საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით - ის ვინც მარტის თვეში საქართველოს ბანკში გახსნის ანგარიშს, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს. ასევე, 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი მთელი თვის განმავლობაში სპეციალურად მათთვის არაერთ საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას განახორციელებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია წარმატებული გამოცდილების და სიახლეების შესახებ.

04-03-2019

წყარო: bpn

15-04-2019

რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან

15-04-2019

"უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა"

17-10-2019

26 ოქტომბერს თბილისში H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

15-04-2019

რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან

15-04-2019

"უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა"

17-10-2019

26 ოქტომბერს თბილისში H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ