2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - ASB Georgia
2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.
პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვავლინეთ.
საქართველოს 4 რეგიონში სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დანერგვისა და განვითარებისთვის 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა.
საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია - თელავი, კახეთი;
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურ ცენტრი - ამბროლაური;
ასოციაცია მერკური - ზუგდიდი, სამეგრელო;
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ - ზუგდიდი, სამეგრელო;
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი - ტყიბული.
გამარჯვებულ ორგანიზაციებს ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.
***
პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (European Union in Georgia) და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნირ ორგანიზაციებთან CHCA და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) ერთად.