„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი
ნავიგატორი
1434


„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი

„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება, პირველ რიგში, ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, იურიდიულ პირებს უნდა მისცემოდათ უფლება ყოფილიყვნენ მეგაპროექტის მონაწილე და მესაკუთრე. თავისუფლად შეიძლებოდა ამ პროექტის ქვეშ, ათასობით საქართველოს მოქალაქეს ჩაედო ფინანსები. - განაცხადა რადიო კომერსანტზე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა.

„საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ახალი ფაზიდან, 90-იანი წლების შემდგომ მუდმივად მიმდინარეობდა ანაკლიის პორტზე საუბარი, იქნებოდა ეს სამეცნიერო, სამთავრობო წრეებში თუ დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო აქტიური მოქმედებები პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და ამ ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად დაიძრა ეს საკითხი და რეალური გათვლებით 2021 წელს პორტი უკვე უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში.  თუმცა არაერთი შეფერხების მომსწრე გავხდით.

 ეს შეფერხებები გამოწვეულია ფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემებით, შესაბამისმა საინიციატივო ჯგუფმა, კონკრეტულ ვადაში ვერ შეძლო პირველი ეტაპისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვა, თუმცა ხაზგასმისთ უნდა ითქვას,რომ შეფერხებების მთავარი მიზეზი ის არაჯანსაღი მიდგომაა,რამაც თამაშგარეთ დატოვა საზოგადოების ინტერესები პორტთან მიმართებაში. როგორც ცივილიზებულ სამყაროში და განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება, პირველ რიგში, ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, იურიდიულ პირებს უნდა მისცემოდათ უფლება ყოფილიყვნენ მეგაპროექტის მონაწილე და მესაკუთრე. თავისუფლად შეიძლებოდა ამ პროექტის ქვეშ, მრავალი ათასობით საქართველოს მოქალაქეს ჩაედო ფინანსები. ეს ნიშნავს იმას,რომ პროექტი იქნებოდა დივერსიფიცირებული და მაქსიმალურად დაზღვეული რისკებისგან. მაინც ვერ ვხედავ, მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ანაკლიის პორტი 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში.

გვიან არც ახლაა,  შეიძლება ამ ცვლილებების განხორციელება, თუ გარკვეულ პაკეტს გამოვიტანთ და რეზიდენტებს დავუშვებთ, ნამდვილად არ იქნება ფინანსური პრობლემები. ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა, თუ ასე არ გავაკეთებთ, რისკი მუდმივად იარსებებს. მიმდინარე პროცესებმა.  პარლამენტის სხდომებმა და გარჩევებმა  ანაკლიის პორტის პროექტი  უკვე დააზარალა. ინვესტორები შეშინებულები არიან.  მათ სჭირდებათ მეტი გარანტია ხელისუფლებს მხრიდან.  სახელმწიფომ სრულად თუ არა, პირველ ეტაპზე, 30% მაინც უნდა გამოიტანოს და საშუალება მისცეს ქვეყნის მოქალაქეებს, გახდნენ ანაკლიის პორტის თანამფლობელები.

შესაძლებელია ეს ორი ჯგუფი, ვგულისხმობ სახელმწიფოსა და კონსორციუმს, ვერ უგებენ ერთმანეთს, მაშინ ვიღაცამ მედიაციის როლი უნდა იკისროს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებიან მოქალაქეები, დაზარალდება ქვეყანა და საერთო ინტერესი,“- ამბობს რამაზ გერლიანი.

17-03-2019

წყარო: commersant.ge

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

03-04-2019

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

03-04-2019

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ