„საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს?
ნავიგატორი
1724

„საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ 2017 წლის მანძილზე 1,545 თანამშრომელზე 6,640,481 ლარის დანამატი გასცა. 

როგორც „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, ადამიანური რესურსების მართვაში გამოვლენილია ნაკლოვანებები. 

„2017 წლის მანძილზე 1,545 თანამშრომელზე გაცემულია 6,640,481 ლარის დანამატი. შპს „საქართველოს ფოსტაში“ დანამატების ოდენობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებებით. ფიქსირებული დანამატების დანიშვნის საფუძვლები ბრძანებებში მითითებული არ არის, ხოლო „ცვლადი დანამატები“, ძირითადად, გაიცემოდა დამატებითი ფუნქცია მოვალეობებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“, - წერია ანგარიშში. 

გარდა ამისა, აუდიტის შეფასებით, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგი. 

„2017 წელს კომპანიამ შრომით დავებზე განაცდურის სახით 19 თანამშრომელს, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2012-2015 წლებში, სულ აუნაზღაურა 395,616 ლარი. 6 შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ, ხოლო 13 შემთხვევაში, საქმე დასრულდა მორიგებით. 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტები უარყოფითად აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ შესაბამისობის ანგარიშში.

17-03-2019

წყარო: commersant.ge

25-03-2019

„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

05-04-2019

გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

01-04-2019

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ