ფულის არაეფექტიანი ხარჯვის რისკი - რატომ იწუნებს აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების პროექტს
ნავიგატორი
1776


ფულის არაეფექტიანი ხარჯვის რისკი - რატომ იწუნებს აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების პროექტს

აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების ნაკლოვანებაზე აცხადებს, მიიჩნევს, რომ აეროპორტების გაერთიანებამ არასათანადოდ ჩაატარა ბაზრის კვლევა.

 

უწყება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის აუდიტში მიუთითებს, რომ შიდა ფრენების პროექტში გამოვლენილი ნაკლოვანება ზრდის ფულადი რესურსის არაეფექტიანი ხარჯვის რისკს.

 

„საბაზისო მონაცემები ბაზრის კვლევის ეტაპზე იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული. შესაბამისად, საუკეთესო და ეფექტიანი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო, ჩატარებულიყო ბაზრის უფრო დეტალური კვლევა და მოძიებული ინფორმაციის ანალიზი”, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ირკვევა, რომ 2017 წელს, შიდა ფრენების ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეს მხოლოდ არარეზიდენტი ავიაკომპანიის − ABC Air-ის მიერ წარმოდგენილი ფასებით. თუმცა ავიაკომპანია ABC Air-მა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო და გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე − შპს „სერვისეირი“ გამოცხადდა, რომელთანაც 2017 წლის 23 ივნისს გაფორმდა 3-წლიანი ხელშეკრულება: საშუალო ფრენა-საათის ღირებულებით − 1,000 აშშ დოლარი (ხელშეკრულების ჯამური ღირებულებაა 4,500,000 აშშ დოლარი).

 

აღსანიშნავია, რომ შპს „სერვისეირი“ 2014 წლიდან 2017 წლამდე ასრულებდა მსგავს მომსახურებას და ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალო ფრენა-საათის ღირებულება 2,627 აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, 2017 წელს დაფიქსირებული ფასი 2.6-ჯერ ნაკლებია ძველ ფასთან შედარებით.

 

სხვათა შორის, მოგვიანებით სერვისეარი ჩაანაცვლა მის მფლობელებთან დაკავშირებულმა კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“-მ, რომელიც დღესაც ასრულებს მსგავს მომსახურებას.

 

აუდიტი მიუთითებს, რომ რეალურად, 2017 – 2018 წლებში ორივე ტენდერის შემთხვევაში სავარაუდო ფასი დაეფუძნა ერთი უცხოური და ერთი ადგილობრივი ავიაკომპანიის შემოთავაზებას.

 

2018 წლის შემთხვევაში დამატებით იქნა გამოკითხული მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მქონე ხუთი ოპერატორიდან ოთხი ქართული ავიაკომპანია, საიდანაც გაირკვა, რომ შპს „აკ-ეარ ჯორჯიას“ გარდა არც-ერთ ავიაკომპანიას არ ჰყავდა შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდი, რის გამოც არ წარმოადგინეს სავარაუდო ფასები.

18-03-2019

წყარო: commersant.ge

13-03-2019

„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

26-09-2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან

24-05-2019

საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება

24-05-2019

საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება

13-03-2019

„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

26-09-2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ