|
| 1825 |
|---|
საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო
| საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც წინა თვეში მოხმარებული გაზის დაახლოებით სამი პროცენტია. დანარჩენი 97 პროცენტი (177 მილიონი კუბური მეტრი) საქართველომ აზერბაიჯანული „სოკარისგან“ და „შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან“ შეისყიდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროექტშია ხელმისაწვდომი. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველომ რუსული გაზი მიიღო. ამასთან, ბალანსის მიხედვით, წლის ბოლომდე რუსეთიდან გაზის შესყიდვა გათვალისწინებული აღარ არის. საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი. |

02-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
02-12-2019 სამაცივრო მეურნეობა წნორში, სადაც წლიურად 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი |
|---|
|
04-11-2022 საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ |
|
21-12-2022 სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის |
|
15-02-2023 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო |