საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო
ნავიგატორი
2838


საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

„საქართველოს ბანკი“, ყოველწლიური კონკურსის, „CSR ჯილდო 2019“ გამარჯვებულია. ღონისძიება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა“ და ორგანიზაცია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ინიციატივით ტარდება.

კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ორგანიზატორების თქმით, მთავარი კრიტერიუმი რის მიხედვითაც „საქართველოს ბანკმა“ ჯილდო მიიღო, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა.

„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება.  ბანკი წლებია. მხარს უჭერს „ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა“ და „ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის“ განხორციელებას, რომლის  ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „საქართველოს ბანკის“ მიერ 3 402 196 ლარით  დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. სრულიად ახალ ვებპლატფორმაზე კი როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ სწორედ ასეთი სახის  ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარულები ვართ, რომ  სწორედ ამ ვებპლატფორმით და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისთვის ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა.

„პლატფორმაზე თავმოყრილია  ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, „ონლაინ“ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“.

04-05-2019

წყარო: marketer.ge

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

30-05-2019

თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

07-03-2019

 მიმდინარე წელს ახალი პროექტი ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა.

07-03-2019

 მიმდინარე წელს ახალი პროექტი ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა.

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

30-05-2019

თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ