ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა

დღეს ბიტკოინის ღირებულება 6%-ით გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასი 6 თვიან მაქსიმუმზეა.

Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა $5 700 შეადგინა, რაც 2018 წლის 14 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სავალუტო ბირჟაზე ბოლოს ბიტკოინის ფასი $5 680 იყო. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტიდან მოგებამ 55% შეადგინა.

ფასი გაიზარდა სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებზე - ethereum-ზე და XRP Ripple-ზე. სავალუტო ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კრიპტოვალუტების ფასი ბიტკოინთან კორელაციაშია.

აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.