|
| 1798 |
|---|
პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა
| პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი) მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა. ბანკმა ამჯერად მთლიანი ნაკრძალი - 210 ჰექტარი ფართობის ტერიტორია სრულად დაასუფთავა. პაშა ბანკი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით კამპანიას "გარემოს გულისთვის" 2018 წელს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პაშა ბანკის თანამშრომლები წელიწადში ორჯერ ასუფთავებენ კრწანისის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიას. ამჯერად ბანკმა პარკის სრულად დალაგება გადაწყვიტა და დაქირავებული კომპანიის დახმარებით, ორი დღის განმავლობაში 210 ჰექტარი ტერიტორია დაასუფთავა. "პაშა ბანკი აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე ათი ათასამდე ძირი ხე დავრგეთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ სრულად დაგვესუფთავებინა კრწანისის ნაკრძალი. იმედი გვაქვს, რომ ტყე-პარკში მოსული სტუმრები გაუფრთხილდებიან დასუფთავებულ ტერიტორიას და შეინარჩუნებენ სასიამოვნო გარემოს", - განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:
|

04-05-2019
წყარო: on.ge
|
26-02-2019 „ზედაზენმა“ დუბაიში საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა GULFOOD 2019-ზე მიიღო მონაწილეობა |
|---|
|
15-02-2019 საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა |
|
31-05-2019 ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა |
|
10-04-2019 „რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“ |