"ბანკი ქართუ"-ს ადმინისტრაციის განცხადება
გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითური ინტერნეტ ტრანზაქციები (fraud transactions). მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბანკი ქართუს ბარათებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ბანკი ქართუს ყველა ბარათი უზრუნველყოფილია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით - Verifed by VISA (VBV) და MasterCard Secure Code.
იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ ინფორმაცია იმ ტრანზაქციის ჩატარების/მცდელობის შესახებ, რომელიც თქვენ არ განგიხორციელებიათ, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ბანკს.
ბანკის ადმინისტრაცია