|
| 1750 |
|---|
“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას
| უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში და ზესახიფათო კარცეროგენით, მარგანეცით დატვირთული მანქანები, რომლებიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში დადიან-ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას. მადანით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება 2014 წლამდე აკრძალული იყო, თუმცა ჭიათურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მადანისმომპოვებლებს გზა ყველა მიმართულებით გაეხსნათ. დაბინძურებულია მდინარე ყვირილა. ვითარება საგანგაშოა ჭიათურის სოფლებშიც. მადანს ეზიდებიან დასახლებული უბნებიდან, სოფლის საძოვრებიდან, ტყიდან. ჭიათურის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ვითარება კატასტროფულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან მარგანეზი 2016 წელს 5000 მილიონით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს, მუნიციპალიტეტში მაინც არაფერი შეცვლილა. “ჯორჯიან მარგანეზში” კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია, რა გააკეთეს ზიანის აღმოსაფხვრელად რადგან 2016 წელს სწორედ ამ მიზნით, კომპანიაში დროებით მმართველად ნიკა ჩიქოვანი დანიშნეს, რომელიც დღემდე თანამდებობაზეა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით, მანგანეზთან შეთანხმებით შეიქმნა საშუამავლო კომპანია ჯიემ ლოჯისტიკი, რომელიც ადგილობრივი კოოპერატორებისგან მადნის ჩაბარებაზე საბუთებს წერს და შემდეგ ამ მადანს ორმაგ ფასში ყიდის. თუ 2016 წელს კერძო მეწარმეები ჯამში 80 ტონა მარგანეცს მოიპოვებდნენ, დღეს ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ზიანი და “ჯიემ ლოჯისტიკის” მოგება ათეულ მილიონამდე. |

13-05-2019
წყარო: infonews.ge
|
06-06-2019 განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019 |
|---|
|
15-03-2019 დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა |
|
11-03-2019 საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები |
|
26-10-2022 კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე |