ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001055 დასრულებული

კონკურსი სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესყიდვაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
20.01.2022
საიტზე დამატებულია
07.01.2022

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ტრაქტორზე, ფრეზზე, მულჩერზე, შესაწამლ დანადგარზე, გუთანზე, როტაციულ სათიბელაზე, ფარცხზე, ნერგების ამომღებ გუთანზე, კულტივატორზე, მოტობლოკზე, ავტომატური საჩრდილობელი სისტემის კარკასზე მულჩით და საჩრდილობელი ბადით 1, 000მ2 ფართობზე და კონტეინერებში მიწის ჩამყრელ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2022 წლის 1 თებერვლამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2022 წლის 4 მარტი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის მუნიციპლიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება თორმეტ ლოტად:

ლოტი #1: ტრაქტორი
ლოტი #2: ფრეზი
ლოტი #3: მულჩერი
ლოტი #4: შესაწამლი დანადგარი
ლოტი #5: გუთანი
ლოტი #6: როტაციული სათიბელა
ლოტი #7: ფარცხი
ლოტი #8: ნერგების ამომღები გუთანი
ლოტი #9: კულტივატორი
ლოტი #10: მოტობლოკი
ლოტი #11: ავტომატური საჩრდილობელი სისტემის კარკასი მულჩით და საჩრდილობელი ბადით 1, 000მ2 ფართობზე
ლოტი #12: კონტეინერებში მიწის ჩამყრელი დანადგარი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 იანვრის 17:00 საათისა.


წყარო: http://jobs.ge