ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001197 დასრულებული

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
05.10.2022
საიტზე დამატებულია
11.08.2022

კონკურსის შესახებ:

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.

პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის მთლიანი ღირებულების 25% პროცენტად, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივი დაფარავს 8 წლის განმავლობაში მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

საწარმოო ინფრასტრუქტურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 940,144 ლარს.

შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნება რძის (2 ტონა) მზიდი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც დაემატება საწარმოს ღირებულებას და აისახება გადაცემის შემდგომ დამატებით ხელშეკრულებაში.

პროგრამის მიზანი

  • მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  • გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელი

  • პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
  • პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო

საწარმოო აღჭურვილობა

საქართველოს მთავრობის დადგენილება


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო