ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის
წყარო: ევროკავშირი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 24.01.2019
პროექტის მიზანი:
ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
გეოგრაფიული არეალი:
საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტი:
-
კახეთის რეგიონი: თელავი, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები;
-
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები;
-
იმერეთის რეგიონი: ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები;
-
ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
-
სამეგრელოს რეგიონი: აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტები;
-
აჭარის რეგიონი: ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტები.
მოსალოდნელი შედეგები:
-
გაძლიერებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე და ეფექტიანად ადვოკატირებენ მათი სამიზნე ჯგუფების უფლებებს;
-
ადგილობრივ დონეზე განვითარებულია თემის საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა;
-
გაზრდილი სოციალური ანგარიშვალდებულების, და თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის ხელშეწყობის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო სანდო, ლეგიტიმური და ეფექტიანია;
-
ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მდგრადობა მხარდაჭერილია სექტორთაშორისი (მათ შორის კერძო სექტორის), პარტნიორობის განვითარებით.
საეა-ს მიმართულებები:
-
არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირებასა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავებასა და მონიტორინგში;
-
მონაწილეობითი პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
სამიზნე ჯგუფი:
-
საქართველოს 6 რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
-
13 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქართველოს 6 რეგიონიდან;
-
ადგილობრივი ბიზნესი;
-
დაახლოებით 200 თემი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.economists.ge/ka/