საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 06.03.2023
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-042: "მარკეტინგული კამპანიის ორგანიზება ინფლუენსერების მონაწილეობით საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სათავგადასავლო, გასტრონომიული და კულტურული ტურიზმის, კრეატიული ინდუსტრიასა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და ელექტრონული კომერციის სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, სექტორულ ასოციაციებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2023 წლის 6 აპრილის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2023 წლის 13 მარტს 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ლინკი: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mc9293e663a9a356dc63bb541d2571e70
Meeting number: 2333 876 5500
Password: n8fXwNdp2a5
წყარო: https://jobs.ge/