ინოვაციური საპროექტო წინადადებების კონკურსი
წყარო: შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.03.2023
- საიტზე დამატებულია
- 06.03.2023
კონკურსის შესახებ:
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) ქალთა ეროვნული ქსელი" აცხადებს ინოვაციური საპროექტო წინადადებების შესარჩევ კონკურსს იმერეთსა და გურიის რეგიონში არსებული შშმ ქალთა ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. კონკურსი ცხადდება პროექტის "შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში და ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომლებიც ეხმიანება 2023 წელს შშმ ქალთა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუსირებული დისკუსიის მიგნებებსა და რეკომენდაციებს (დანართი 1) და ემსახურება:
** მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის შესახებ, შეზღუდული შშმ ქალთა მიმართებაში;
** შშმ ქალთა უფლებებისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებას რეგიონულ დონეზე.
შემოთავაზებული აქტივობები შეიძლება იყოს შემდეგი:
** ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა, ტრენინგი და განათლება;
** კოალიციური და ქსელური მუშაობა სათემო ორგანიზაციებს შორის;
** სამიზნე ჯგუფების საჭიროებების, პრიორიტეტებისა და პოლიტიკის ანალიზი;
** რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი და ეროვნული მთავრობებისთვის;
** გადაწყვეტილების მიმღებებთან დიალოგის წარმართვა სამიზნე ჯგუფების (შშმ ქალები და გოგონები) პრიორიტეტულ საკითხებზე;
** მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, (სოციალური) მედია კამპანიების და ღონისძიებების წარმოების გზით;
** სხვა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** არასამთავრობო ორგანიზაციებს და/ან საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც დაფუძნებული არიან და მუშაობენ იმერეთსა და გურიაში;
** აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** განხორციელებული აქვთ მოხალისეობრივი აქტივობები შშმ ქალთა საკითხებზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან შშმ ქალები/გოგონები
** პრიორიტეტი მიენიჭებათ ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირდებიან მაღალმთიან სოფლად ან საზღვრის პირას მცხოვრები შშმ ქალთა ჯგუფების უფლებებზე.
კონკურსის გამარჯვებული შეირჩევა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 8000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 2 თვემდე. ჯამში შეირჩევა 2 ინიციატივა.
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 მარტი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის 15 მარტამდე.
კითხვები და საპროექტო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: grants.wwdgeorgia@gmail.com
იხ. დანართი: სააპლიკაციო ფორმა - დანართი 2
წერილის თემაში მიუთითეთ პროგრამის სათაური "ინოვაციური საპროექტო წინადადებების კონკურსი".
წარმატებას გისურვებთ!
წყარო: https://jobs.ge/