ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001402 დასრულებული

ღია კარის საგრანტო პროგრამა

წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
30.09.2023
საიტზე დამატებულია
16.03.2023

კონკურსის შესახებ:

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

ღია კარის საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფების პროექტებს, რომლებიც მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს შეიცავს. პროგრამა მიესალმება ადგილობრივ ინიციატივებსა და მიდგომებს, რომლებიც ეფუძნება "საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების" პრინციპებს.

პროგრამის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://ewmi-ruleoflawgeo.org/en/usaid_rule_of_law_program_grants_and_competitions/funding_opportunities/Open-Door-Grants-Program

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 სექტემბერი.


წყარო: https://www.jobs.ge/