ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001404 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

განაცხადის ბოლო ვადა
03.04.2023
საიტზე დამატებულია
21.03.2023

კონკურსის შესახებ:

ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" (გიფ-თბილისი) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: "სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის" აცხადებს კონკურსს საპროექტო წინადადებების მიღებაზე: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების, საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

გიფ-თბილისი იწვევს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საპროექტო წინადადებებით, რომლებიც მიზნად დაისახავს თბილისში, ბათუმში, გორსა და ქუთაისში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების, (განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე) საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც მიიღწევა:

** ერთის მხრივ, მათი დასაქმების გზით;
** მეორეს მხრივ, ფხიზელ ცხოვრებაზე ორიენტირებული რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გზით.

პროექტის სპეციფიკური ამოცანებია:

** პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს მინიმუმ 7-10 ბენეფიციარის დასაქმება; აქედან 60% მაინც სასურველია იყოს ქალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი/ ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარი.
** შემოთავაზებული აქტივობები უნდა ხორციელდებოდეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტირებით და თანამშრომლობით.
** მოთხოვნილი თანხის სავარაუდო რაოდენობაა 20, 000 - 35, 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში. პროექტის განხორციელების ვადა - 16 -18 თვე.

უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციებს:

** რომელთაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე, ადიქციის და დანაშაულის პრევენციის თემებზე მუშაობის გამოცდილება;
** რომელთაც აქვთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებთან და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებთან სარეაბილიტაციო მუშაობის გამოცდილება.
** რომელთაც აქვთ პროექტის მართვის გამოცდილება;
** რომლებიც წარმოადგენენ რეალისტურ ბიუჯეტს და კარგად დაბალანსებულ აქტივობებს;
** რომლებსაც ექნებათ საჭიროებებზე დაფუძნებული ცვლილებების პოტენციალი;
** რომელთაც აქვთ საკმარისად განვითარებული ორგანიზაციული და ადმინისტრაციული სტრუქტურა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის მოკლე მონახაზი - კონცეფცია (Concept note) ქართულ ენაზე ერთ ნაბეჭდ ორიგინალ-ეგზემპლარად (ხელმოწერით) ან ელექტრონულად (ხელმოწერილი ვარიანტი).

სააპლიკაციო ფორმა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას.

პროექტის კონცეფცია უნდა მოიცავდეს პროექტის მიზნებს, აქტივობებს, მოსალოდნელ შედეგებს და განხორციელებისთვის საჭირო თანხის ოდენობას.
წინასწარი საპროექტო განაცხადის (მოკლე კონცეფციის) წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 3 აპრილი.

მიღებული საპროექტო კონცეფციები შეფასდება პროექტის მმართველი საბჭოს მიერ და შერჩეული კონცეფციების ავტორებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ პროექტის სრული ვარიანტები. გთხოვთ გაითვალისწინოთ: გიფ-თბილისი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი"
მისამართი:ვლ. გაბაშვილის ქ. 7, თბილისი 0179, საქართველო
ელ-ფოსტა: tbilisi@gip-global.org

შეკითხვებით დაუკავშირდით ქ-ნ თამარ ოკუჯავას tokujava@gip-global.org


წყარო:https://jobs.ge/