ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001423 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

განაცხადის ბოლო ვადა
13.04.2023
საიტზე დამატებულია
03.04.2023

კონკურსის შესახებ:

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" (NCCE), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს საპროექტო განაცხადების მისაღებად საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.

წინამდებარე კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს იმ გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევას, რომლებიც საზოგადოებაში საზიანო პრაქტიკის (კერძოდ, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის) სახით ვლინდება, როგორც ინდივიდუალური პირების ასევე თემის დონეზე ცნობიერების ამაღლების გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შემოთავაზებული პროექტის მოცულობა და ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 7500 ლარს.

ბიუჯეტი არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ვადები:

** პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღია: 1 მაისი, 2023
** პროექტის განხორციელების ვადა: 2, 5 თვე

კომპეტენციები:

საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ ნებისმიერ არაკომერციულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს გენდერულ თანასწორობასთან, ქალებისა და გოგონების გაძლიერებასთან, ახალგაზრდების გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1, 5 წლიანი გამოცდილება.
** გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე მუშაობის, გენდერული სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო, გუნდში გენდერის საკითხების სპეციალისტის ჩართვა.
** გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი, რეგიონული კონტექსტის სრულყოფილი გააზრება, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობის გამოცდილება.

საპროექტო განაცხადის წარდგენა:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

** საპროექტო განაცხადის ფორმა (ისარგებლეთ შესაბამისი დანართით)
** ბიუჯეტის ფორმა (ისარგებლეთ შესაბამისი დანართით)
** ორგანიზაციის მართვის კითხვარი (ისარგებლეთ შესაბამისი დანართით)
** საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) ელფოსტის მისამართზე: info@ncce.ge. ელექტრონული ფოსტის გაგზავნისას, სათაურში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული "Call for Proposals_GBSS" ["საპროექტო განაცხადი _გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა"]. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს, შემდეგ მისამართზე: nsirdadze@ncce.ge.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 591 41 45 25 (ნათია სირდაძე)

აღნიშნული კომპონენტი ხორციელდება პროგრამის "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ევროკავშირის დაფინანსებით.


წყარო: https://jobs.ge/