ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 05.05.2023
- საიტზე დამატებულია
- 21.04.2023
კონკურსის შესახებ:
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთასექსუალურიდარეპროდუქციულიჯანმრთელობისადაუფლებებისდაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია RFSU.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.
ქალთაფონდიმიესალმებასოციალურცვლილებებზეორიენტირებულინიციატივებსსექსუალურიდარეპროდუქციულიჯანმრთელობისადაუფლებებისჭრილში*.
საგრანტოკონკურსისპრიორიტეტულიმიმართულებებია:
- ქალების და გოგოების გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობითა და ლიდერობით
- ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე/ცნობიერების ამაღლება/ცოდნის წარმოება/გავრცელება
- ადვოკატირება/ლობირება (საბიუჯეტო ადვოკატირების ჩათვლით), ადვოკაციის კამპანიების წარმართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მშობლები, მეურვეები, სექსუალური პარტნიორები, სოც. მუშაკები, პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) ჩართულობით
- კვლევების განხორციელება ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
- გადაწყვეტილების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. გადაწყვეტილების მიმღებებთან და სერვისის მიმწოდებლებთან ქსელური მუშაობის უზრუნველყოფა
- საზოგადოებრივი/სათემო მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით)
კონკურსისთემატურიმიმართულებებიმოიცავს, თუმცაარშემოიფარგლებაშემდეგით:
- ხელმისაწვდომობა ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე;
- ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე კონტრაცეფციასთან დაკავშირებით (გადაუდებელი კონტრაცეფციის ჩათვლით);
- ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე აბორტთან დაკავშირებით;
- სგგი-ს პრევენცია და მკურნალობა;
- სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და შემდგომი რეაგირება;
- ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
- ქალთა იმ ჯგუფების რეპროდუქციული/სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან;
- ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების გაძლიერება
საგრანტოკონკურსში “ქალთასექსუალურიდარეპროდუქციულიჯანმრთელობისდაუფლებებისდაცვა“ მონაწილეობისმიღებაშეუძლიათ:
- ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
- ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
- ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ
ქალთაფონდიპრიორიტეტსმიანიჭებსრეგიონშიმოქმედიორგანიზაციებისინიციატივებს.
საგრანტო თანხა შეადგენს 25 000 ლარს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ს განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ფონდის მეილსა და სოციალური ქსელების მისამართებზე.
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლოვადაა2023წლის 5 მაისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება მაისის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში