მოწვევა განაცხადების მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.05.2023
- საიტზე დამატებულია
- 01.05.2023
კონკურსის შესახებ:
ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2023 წლის 27 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო მექანიზმის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო მექანიზმის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
წყარო: ევროპის ფონდი