ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001469 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
29.02.2024
საიტზე დამატებულია
05.06.2023

კონკურსის შესახებ:

USDA-ის მიერ დაფინანსებული და "Land O`Lakes International Development Georgia" (Ventue37)-ის მიერ განხორციელებული 8 წლიანი პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)" აცხადებს საგრანტო კონკურს: სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებლების (მათ შორის სასაკლაოები), ცხოველთა საკვების და ვეტ-პრეპარატების მწარმოებელთათვის საქართველოში. აღნიშნული APS-ის ფარგლებში, მიღებული დაფინანსება ხელს შეუწყობს რძის და საქონლის ხორცის გადამამუშავებლებს (სასაკლაოების ჩათვლით), აგრეთვე, ცხოველთა საკვების და ვეტ პრეპარატების მწარმოებლებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები, წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ბაზრებზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მიზნები განხორციელდება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ისეთი სისტემების დანერგვითა და სერტიფიცირებით, როგორებიცაა: GMP, HACCP, ISO 22000:2018, FSSC22000, BRCGS და ა.შ.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, კომისია მიღებულ განაცხადებს განიხილავს ყოველთვიურად.


წყარო: https://jobs.ge/