ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001503 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
10.09.2023
საიტზე დამატებულია
17.07.2023

კონკურსის შესახებ:

CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად".

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და/ან სოციალური ინიციატივებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 2000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში - საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო პირობები, განაცხადის ფორმები და დანართები.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა სრული საპროექტო განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com. განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 სექტემბერი, 20:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი ელ.ფოსტა: crowdfundinggrants@gmail.com


წყარო: https://jobs.ge/