ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001525 დასრულებული

FLIP – პროექტის იდეების კონკურსი

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
15.09.2023
საიტზე დამატებულია
29.08.2023

კონკურსის შესახებ:

COBERM-ის შემდგომი განვითარება: ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის (FLIP) აცხადებს საპროექტო იდეების მიღებას რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფონდებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისგან. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე აქვთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. შემოთავაზებული ინიციატივები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მიზნებს:


• ადგილობრივ სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება;
• ინკლუზიური პროცესების ხელშეწყობა ახალგაზრდების, ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ასამაღლებლად დიალოგსა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებში;
• კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.


ზოგადი ინფორმაცია:
FLIP არის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში და მათ შორის მდგრადი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.


FLIP მხარს დაუჭერს გამოცდილი, ასევე ახალბედა და ნაკლებად გამოცდილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს, რომლებსაც სურთ სათავეში ჩაუდგნენ ადგილობრივ დონეზე მიმდინარე მშვიდობის მშენებლობის პროცესებს. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია კონფლიქტის ორივე მხარეს არსებული თანამშრომლობის, ექსპერტიზისა და პარტნიორთა ქსელების გამოყენებით; ასევე სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და ეთნიკური წარმომავლობის ახალი მონაწილეების ჩართვით. შემოთავაზებული ინიციატივები გაითვალისწინებენ საზოგადოების საჭიროებებს და ხელს შეუწყობენ ადამიანებს შორის კომუნიკაციასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას.


შერჩეული ინიციატივები ხელს შეუწყობენ არსებული პარტნიორობის გაძლიერებას და შენარჩუნებას, ასევე ახლის შექმნას, ადგილობრივ დონეზე განსაზღვრული ცვალებადი კონტექსტის და საჭიროებების გააზრებით. შემოთავაზებული ინიციატივები უნდა ითვალისწინებდნენ ინკლუზიურობის პრინციპებს, , გენდერულ ასპექტებსა და კონფლიქტის მიმართ სენსიტიურ მიდგომას.


კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია გამოავლინოს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ ნდობის მშენებლობას კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ინკლუზიური და ადგილობრივად წარმართული სამშვიდობო პროცესების მეშვეობით.


უპირატესობა მიენიჭება:
საპროექტო იდეებს, რომლებიც მიზნად ისახავენ მშვიდობაზე ორიენტირებულ მდგრად თანამშრომლობას, დადებით გავლებას ახდენენ კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების აღქმებზე და ამით ხელს უწყობენ ნდობის და პოზიტიური მშვიდობის დამყარებას. FLIP მხარს დაუჭერს ნდობის აღდგენის ინიციატივებს კონფლიქტებით გაყოფილ თემებს შორის, ასევე კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში. იგი ასევე ხელს შეუწყობს იდეების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კონფლიქტისა და/ან კრიზისის თავიდან აცილებისკენ.


წარმოდგენილი იდეები უნდა გვთავაზობდნენ ინოვაციურ, სტრატეგიულ, შემოქმედებით და მიზანმიმართულ ქმედებებს მკაფიო ხედვით და მდგრადობის მაღალი პოტენციალით მათ შორის:


• მიზანმიმართული ინიციატივები, , რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტის ტრანსფორმაციას ხელშესახები შედეგებით - ანუ პროფესიულ დიალოგს კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, გენდერული ძალადობა (GBV);
• ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას UNSCR 1325-ს2 და UNSCR 22503-ს შესაბამისად;
• ძლიერი ანალიტიკური და/ან აკადემიური კვლევის კომპონენტის მქონე ინიციატივები; პროექტის იდეების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც სამოქალაქო საზოგადოებ, ასევე აკადემიური წრეების, ექსპერტთა საზოგადოების, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.
• ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივ დისკუსიებს მიმდინარე სამშვიდობო პროცესების შესახებ, ასევე წარსულში კონფლიქტების გამომწვევი და მამოძრავებელი ფაქტორების გადაფასებას, რამაც შეიძლება ჩამოაყალიბოს დადებითი დამოკიდებულებები და აღქმები, შეცვალოს სტერეოტიპები საზოგადოებებში და გააფართოოს მშვიდობის მშენებლობის არეალი; ;
• ინიციატივები, რომლებიც იკვლევენ მშვიდობის მშენებლობის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა ციფრული და კლიმატის ცვლილება/გარემოსდაცვითი მშვიდობის მშენებლობა, რათა შემდგომში ხელი შეუწყონ ხალხთა შორის კონტაქტებს და ნდობის დამყარებას კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის.;
• ინიციატივები, რომლებიც აამაღლებენ ადგილობრივად წარმართული სამშვიდობო პროცესების მონაწილეების მედეგობას მუდმივად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე.


FLIP -ის თემატური პრიორიტეტები მოქნილია, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის იდეას აქვს ნდობის აღდგენის ძლიერი პოტენციალი. FLIP განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შემოთავაზებულ ინიციატივების ფარგლებში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ამაღლებას, და მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების გაძლიერებას .


მნიშვნელოვანია: ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეიძლება იყოს არაუმეტეს 120 000 აშშ დოლარი. 3 წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციებისთვის დაფინანსების ზღვარი დაწესდება სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ. მისასალმებელია, განმცხადებლის მიერ უზრუნველყოფილი თანადაფინანსება ან არა ფულადი წვლილი.
პროექტის იდეის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 18 თვე.

განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 2023 წლის 15 სექტემბრის 18:00. ამ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები არ მიიღება.


პროექტის იდეის წარდგენა:
თუ გაქვთ პროექტის იდეა, რომელიც შეესაბამებაFLIP-ის მიზნებს , გთხოვთ, შეავსოთ პროექტის იდეის სტანდარტული ფორმა (იხ. დანართი 1) და წარმოადგინოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - flip@undp.org.


განსაკუთრებით მივესალმებით ქალებს/ორგანიზაციებს, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ;


ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტის იდეა.


ასევე წახალისებულია პარალელური პროექტების წარდგენა.


პროექტის იდეის შერჩევის კრიტერიუმები:


1) FLIP-ის ზემოთ აღწერილ მიზნებთან თანხვედრა;
2) შესაბამისობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და ადგილობრივი საზოგადოებების საჭიროებებთან და გავლენა მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე;
3) ზიანისა ან პოტენციური უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება;
4) კონფლიქტით დაზარალებულ ჯგუფებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერა - განსაკუთრებული ყურადღების დათმობით გარემოს/კლიმატის ცვლილების, ასევე ქალებისა და ახალგაზრდების, ან/და გენდერულ თანასწორობასა და თანაბარი შესაძლებლობების საკითხებზე. საპროექტო განაცხადი უნდა იყოს თანხვედრაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან UNSCR 1325 და UNSCR 2250 და უზრუნველყოფდეს ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების ჩართვა, გაძლიერება, დაცვა და მხარდაჭერას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
5) პრობლემის მიზანშეწონილობა - განსაზღვრული პრობლემის დასაბუთებული ანალიზი და მის მოგვარებაში წვლილის შეტანის დასაბუთება, გარეშე დაინტერესებული პირების ანალიზი და სხვა; 6) გაზომვადი და რეალისტური გრძელვადიანი შედეგები (ობიექტურად შემოწმებადი ინდიკატორები);
7) შედეგების მდგრადობა;
8) ეფექტიანი ხარჯვა და რესურსების შესაბამისობა პროექტის მოსალოდნელ შედეგებთან.


შერჩევის პროცესი:


ყველა საპროექტო იდეას განიხილავს ევროკავშირი/გაერო-ს განვითარების პროგრამის შეფასების კომისია და სამეთვალყურეო საბჭო. ევროკავშირი/გაეროს განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს აპლიკანტებს სრული საპროექტო განაცხადის წარსადგენად, შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას. ფინალისტები, შესაძლოა, მოწვეულ იქნან ინტერვიუზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან.


ორგანიზაციის მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები:
• იყოს რეგისტრირებული როგორც არა-მომგებიანი, არა-კომერციული ორგანიზაცია და ჰქონდეს საბანკო ანგარიში;
• ჰქონდეს პროექტის განხორციელებისათვის სათანადო ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსები;
• სასურველია, წარმოადგინოს დონორებთან ურთიერთობის გამოცდილების კარგი ისტორია.


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გასათვალისწინებლად:
მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ განაცხადის შემოტანა; თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარჯების ეფექტიანობის ფაქტორს (საერთაშორისო ორგანიზაციები წახალისებულნი არიან მოიძიონ თანადაფინანსება ) და საერთაშორისო სტატუსით განპირობებულ დამატებით ღირებულებას. საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმებს, ახლად შექმნილ ორგანიზაციებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება ასევე შეუძლიათ განაცხადის წარდგენა, თუ აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ სხვა კრიტერიუმებს.


პასუხისმგებლობის საკითხი: FLIP სამი სამუშაო დღის ვადაში დაადასტურებს განაცხადის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე- flip@undp.org;
გაეროს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ განაცხადის (განაცხადების) დაგვიანებით მიღება ან დაკარგვა.


წყარო: UNDP