|
7322 |
---|
ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი |
უნიკალური ნომერი: 001543
"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს მარკეტინგული საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების გაძლიერებას, რომლებიც მუშაობენ ან წარმომადგენლობა ჰყავთ პროგრამის სამიზნე რეგიონებში (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).
ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროგრამა ჩამოაყალიბებს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების ქსელს და გააუმჯობესებს მათ უნარებს, კონსულტაციები გაუწიონ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს (MSME), რაც გააფართოებს მათ ბაზარს პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში და ხელს შეუწყობს ტურიზმში ჩართული ბიზნესების ბაზარზე წვდომა
საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსებისთვის პროგრამა გამოიყენებს შედეგებზე დაფუძნებული გადახდების მოდელს და გასცემს ფიქსირებული თანხის გრანტებს ეტაპობრივი გადახდებით. ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გადახდები გაიცემა მათ მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ამ კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 სექტემბერი, 2024 წელი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.
წყარო: https://jobs.ge/
რეგიონი: იმერეთი; მცხეთა-მთიანეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; შიდა ქართლი;
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 28-09-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-09-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;
15-02-2024 სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
---|
04-09-2024 მონაწილეების პროექტში მიღება |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
07-05-2022 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |