საგრანტო კონკურსი ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად
ნავიგატორი
124

საგრანტო კონკურსი ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

უნიკალური ნომერი: 001538

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად.

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და/ან სოციალური ინიციატივებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 2000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:

** საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო პირობები
** განაცხადის ფორმა
** დანართი 1 სამოქმედო გეგმა
** დანართი 2 ბიუჯეტის ფორმა

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა სრული საპროექტო განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი, 20:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი ელ.ფოსტა: crowdfundinggrants@gmail.com

წყარო: https://www.jobs.ge/

დამატებულია: 13-09-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-09-2023 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;

04-09-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - მცხეთა-მთიანეთი

04-09-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - მცხეთა-მთიანეთი

11-08-2023

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ