Transform - შესაძლებლობა ინოვაციური გრანტებისთვის
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.09.2023
- საიტზე დამატებულია
- 28.09.2023
კონკურსის შესახებ:
ციფრული სივრცის ტრანსფორმაცია ფემინისტური დემოკრატიული პრინციპების ასახვისთვის (Transform) აქტივობა არის USAID-ის მიერ დაფინანსებული სამწლიანი გლობალური საპილოტე აქტივობა, რომელიც მხარს უჭერს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობის (TFGBV) პრევენციის, შემცირების და მათზე რეაგირების პრაქტიკულ მიდგომებს, რაც ორიენტირებულია პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების (WIPPL) მიმართ ჩადენილ ძალადობაზე რეაგირებაზე.
"Transform" ღონისძიებები ტარდება კენიაში, საქართველოსა და გვატემალაში.
"Transform" მიზნად ისახავს გააძლიეროს ინდივიდების მედეგობა ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მიმართ, გააძლიეროს ინსტიტუტების შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა რათა შემცირდეს მისი გავრცელება, ასევე ხელი შეუწყოს თანასწორობაზე ორიენტირებულ სოციალური ნორმების დამკვიდრებას, რომლებიც დაკავშირებულია გენდერთან და ციფრულ მოქალაქეობასთან, რათა შემცირდეს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობის უარყოფითი გავლენა ქალთა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მათი სრული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, როგორიცაა - პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალები, LGBTQI+ თემის წარმომადგენლები და მარგინალიზებული ჯგუფები.
ინოვაციის საგრანტო შესაძლებლობის შესახებ:
"Transform"-ი გადასცემს ინოვაციის გრანტებს ადგილობრივ ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივად მართული გადაწყვეტილებების განხორციელებას იმისათვის, რომ მოხდეს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების მიმართ ტექნოლოგიების გამოყენებით გენდერული ძალადობის მონიტორინგი, პრევენცია, შერბილება.
ინოვაციის გრანტების დაფინანსება მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ციფრულ და ონლაინს სივრცეებში ქალთა უსაფრთხოებას, ჩართულობას, მონაწილეობას და ლიდერობას. ეს ინიციატივები შეიძლება კონცენტრირებული იყოს სხვადასხვა ასპექტზე, რომლებიც TFGBV-ის შემთხვევებს ხელს უწყობენ, განამტკიცებენ და შესაძლებელს ხდიან. ინიციატივები ასევე შეიძლება ორიენტირებული იყოს საკანონმდებლო და/ან პოლიტიკური გარემოს შექმნაზე, ორგანიზაციული და ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებაზე იმ სექტორებში, სადაც დასაქმებული არიან ქალები საზოგადოებრივ როლში, ასევე გრანტი მიმართულია დაცვის, პასუხისგების და შერბილების ინსტრუმენტებზე.
"Transform"-ი დააფინანსებს რომელიმე შემდეგს:
ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ ახალი პროექტი, პროგრამის მოდელი ან კონცეფცია, რომელიც ეხება პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ქალთა წინააღმდეგ განხორციელებული TFGBV-ის ერთ ან რამდენიმე გამოვლინებას, როგორიცაა გენდერული დეზინფორმაცია, ონლაინ შევიწროება, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება და ა.შ. პროექტ "Transform"-ის დაფინანსება საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს განახორციელონ მსგავსი ინიციატივები და უკეთ ითანამშრომლონ სხვა ორგანიზაციებთან საერთო მიზნის მისაღწევად.
ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ გააფართოონ არსებული პროექტი ან პროგრამა, დაფინანსებული სხვა დონორის მიერ, რომელიც ებრძვის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ქალთა მიმართ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობას. "Transform" პროგრამის დაფინანსება საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს გააფართოონ არსებული ინიციატივები და მიმართონ ახალ აუდიტორიაზე, ითანამშრომლონ ახალ პარტნიორებთან, დაამატონ კვლევისა და სასწავლო აქტივობები, გაიზიარონ ეფექტური ინსტრუმენტები, ან მოარგონ სფერო, რათა ცალსახად ფოკუსირდნენ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ქალთა TFGBV-ის წინააღმდეგ, თუ უკვე არ წარმოადგენენ ისინი არსებული პროექტების მიზნობრივ აუდიტორიას.
შეავსეთ განაცხადი - კონცეფციის განაცხადის შაბლონის მიხედვით. გაგზავნეთ კონცეფციის განაცხადი ელექტრონული ფოსტით 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით თბილისის დროით 23:59 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართების სახით
კონცეფციის განაცხადები მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ გამოყენებული იყოს ინგლისური ენის მაღალი დონე. შეგიძლიათ კონცეფციაში მოწოდებული ინფორმაცია ქართულიდან ინგლისურად თარგმნოთ Google Translate_ის დახმარებით და დაურთოთ ქართული ვერსიაც ასეთ შემთხვევაში.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: tdalakishvili@irex.org
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: https://jobs.ge/