ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001545 დასრულებული

ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება და მობილიზაცია რეგიონებში

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
03.10.2023
საიტზე დამატებულია
28.09.2023

კონკურსის შესახებ:

"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება და მობილიზაცია საქართველოს რეგიონებში", რომლის ფინანსური მხარდამჭერია "შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)".

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსური და სხვა რესურსების უზრუნველყოფით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები/ქალთა ჯგუფების მობილიზაციას. ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც კონკრეტულ კონკურსში გულისხმობს შემდეგს:

** რეგიონალური ფემინისტური მობილიზაცია;
** ინტერსექციური ფემინიზმის პრინციპების გათვალისწინება;
** უსაფრთხო სივრცის შექმნა ქალთა უფლებადამცველების, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტებისთვის;
** მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა/ხმების გაჟღერება.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

** მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვა;
** მოძრაობებს (ფემინისტურ, გარემოსდაცვით, შრომითი უფლებების და სხვ.) შორის თანამშრომლობა და/ან სხვადასხვა აქტორთან დაკავშირება; (მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები, სახელმწიფო სტრუქტურები და ა.შ.)
** ფემინისტი აქტივისტებისა და ქალთა უფლებების დამცველების გაძლიერებასა და უსაფრთხოებაზე მიმართული ინტერვენციები (კოლექტიური/ინდივიდუალური ზრუნვის პრაქტიკების შემოტანა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უნარების გაძლიერება და ა.შ.);
** ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენინგი და სხვ.);
** კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება და ლობირება;
** შემოქმედებითი ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის, ინტერ-კულტურული დიალოგის, სოლიდარული და მოძრაობათა შორისი თანამშრომლობის განვითარებასა და ცვლილებების გამოწვევაზე;
** ფემინისტური ცოდნის შექმნა კვლევისა და დოკუმენტირების მეშვეობით;
** ანტი-გენდერული მოძრაობების საპასუხოდ მობილიზება და ორგანიზება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფემინისტური მოძრაობის აქტორებს, ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, ქალთა უფლებადამცველებს, ფემინისტ და/ან ქვიარ აქტივისტებს საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულ გრანტის მიმღებ პარტნიორებს საშუალება ექნებათ, გაიუმჯობესონ პროექტის მენეჯმენტისა და ფინანსური ანგარიშგების უნარ-ჩვევები.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები.

პრიორიტეტი მიენიჭება მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებსა და მიმდებარე დასახლებებში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და მარგინალიზებული ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 10 000 ევრომდე, პროექტების ხანგრძლივობა 6-7 თვემდე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის "4. სხვა ხარჯი"-ის განყოფილებაში "პროექტის ფინანსური აუდიტი"-ს სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

გთხოვთ პროექტის გამოგზავნისას თემის გრაფაში მიუთითოთ საგრანტო პროგრამის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!


წყარო:https://jobs.ge/