ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001557 დასრულებული

ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2024
საიტზე დამატებულია
09.10.2023

კონკურსის შესახებ:

ასო განმცხადებელო,

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ინოვაციების ფონდის ფარგლებში, ცხადდება ღია საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას / ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას. განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვამდე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | APS 006 საინფორმაციო შეხვედრის დღესთან დაკავშირებით, წინასწარ დაგიკავშირდებით.

პატივისცემით,

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა.

განაცხადის წარდგენის ვადები: 6 ოქტომბერი, 2023 - 31 მაისი, 2024

შენიშვნა: საგრანტო პროგრამა დაიხურება კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი სრული ბიუჯეტის ამოწურვისთანავე. თვის განმავლობაში შემოსული განაცხადები განიხილება ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში. შესაბამისად, განაცხადის დროულად წარდგენა ზრდის მისი დაფინანსების ალბათობას.


წყარო: https://jobs.ge/